ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის. ამის თაობაზე, პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიას განმარტებით პარტია ბიძინა ივანიშვილს ყველგან გაუმართავს ბრძოლას, რომ დაამარცხოს ოლიგარქიული რეჟიმი:

მოდით დავსვათ შეკითხვა –  რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ, თვეების წინ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად მივიღეთ, პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით? მე ახლა განსაკუთრებით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული და გამართლებული ნაბიჯი.

ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში.

მოცემულ მომენტში ჩვენ მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ წელს მისი ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული