spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე...

“ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე გახდით, ხომ ხვდებით, რომ კობახიძე-მდინარაძის “რასკლადში” პაიკივით გაგწირეს!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ქვეყანაში დღეს შექმნილი პოლიტიკური რეალობის შეფასებას ახდენს თავისი გადასახედიდან:

ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის გამოსვლიდან:

მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ,” – ბიძინა ივანიშვილი.

ბატონმა ივანიშვილმა კარგად იცოდა ის, რაც რეალურად ხდება დღეს!

კერძოდ:
2016 წელის საპარლამენტო სიების ფორმირებისას ადგილი ჰქონდა სერიოზული ზეწოლას “მეგობარი” დასავლეთის, კიდევ უფრო მეტად “მეგობარი” აშშ-სგან გარკვეული პირების სიაში მოხვედრის პროცესზე და ყველაფერი ეს კონტროლდებოდა ამერიკის ელჩის მხრიდან. სწორედ მაშინ დაიკავეს პოლიტიკური თანამდებობები მდინარაძემ, ზარდიაშვილმა, ჩუგოშვილმა, კობახიძემ, ოხანაშვილმა და მათმა მსგავსმა ათობით უწარსულო, უსამშობლო, უნამუსო არსებებმა. სწორედ მაშინ მოხდა იმის დასაწყისი, რისი დასასრულიც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია დღეს!

დიახ, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა დანამდვილებით იცოდა, რომ ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება უაპელაციოდ იდგა დღის წესრიგში!

გარდაუვალობა აღსრულდა! დღეს საკანონმდებლო ხელისუფლება კოალიციურია და თუ ეროვნული, პატრიტული, ტრადიციებისათვის მებრძოლი, კონსერვატიული ძალების გართიანება არ მოხდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გადაინაწილებენ ოცნების ლიბერასტ- ფსევდოდემოკრატები და ნაციონალური მოძრაობის სადისტები!

ივანიშვილმა ვერ შეძლო დროის მანქანის შეჩერება! სწორედ 2016 წელს ჩანერგილმა მანქურთებმა აჯობეს და აიძულეს დაეტოვებინა პოლიტიკური ასპარეზი. იმ პირობით, რომ სისხლიანი სააკაშვილის ეპოქაც დასრულდებოდა! ანუ, პრინციპმა – მე წავედი და ეს შავი ჭირიც გავიყოლეო, არ იმუშავა.

– ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე გახდით! ხომ ხვდებით, რომ კობახიძე-მდინარაძის “რასკლადში” პაიკივით გაგწირეს! ხომ ხედავთ, რომ დღეს ისევ მიშას ავანტიურების გარშემო როკავენ თქვენი “კარგი ბიჭები”?! ისევ მიშაზეა დამოკიდებული მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, შარლ მიშელის “კაპიტულაციის აქტის” შესრულება, პოლიტიკური სტაბილურობის ილუზიის შექმნა!

გამოსავალი ბუნდოვანია და არც მე მაქვს სურვილი დავემსგავსო ტალეირანს მედროვეობაში. ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი, დროის უკან შემობრუნება და სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად საქართველოს გადაქცევა რომ ვერ შესძლონ, უნდა გაერთიანდეს ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული ძალები და ისტორიაში არსებული ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით დაასრულონ ის, რაც თქვენ დაიწყეთ და დაგვიტოვეთ!

ძალიან ვწუხვარ, რომ გამოეთიშეთ ერის გადარჩენისთვის დაწყებულ უთანასწორო ბრძოლას!
ჩვენ, ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტია, ბრძოლას ვაგრძელებთ!
სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რაც ახლა ანტისახელისუფლებო სივრცეში ხდება – პოლიტიკური კანიბალიზმია, ერთმანეთისა და თვითშეჭმის პროცესი” – არჩილ...

ოპოზიციუე/საპროტესტო ფლანგზე შექმინი რეალობა და პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, ანალიტიკოს...

“ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ მინისტრი, პატრონის დავალებით, ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას” – მიხეილ...

ფასებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მხილებისკენ მოუწოდებს...

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...