ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გატარებულმა "რუსეთის...

“წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებულმა “რუსეთის არ გაღიზიანების” უგუნურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ადამიანების ყოფა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ოკუპაციის ზოლთან მცხოვრებთა” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის რეაგირებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებაზე – აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იქ დევნილების დაბრუნების საკითხი არც განიხილება:

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იქ დევნილების დაბრუნების საკითხი არც განიხილება, ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის სრული კრახის კიდევ ერთი დადასტურებაა. წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა „რუსეთის არ გაღიზიანების“ უგუნურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ადამიანების ყოფა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ოკუპაციის ზოლთან მცხოვრებთა, როდესაც ოკუპანტების სითავხედეს „მცოცავი ოკუპაციის“ მასშტაბების ზრდა, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებები თუ მკვლელობები მოჰყოლია.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია, რომლითაც ხელისუფლებას საერთაშორისო რეზონანსი უნდა გამოეწვია და გაეზარდა მხარდაჭერა, სამწუხაროდ, „ფარატინა ქაღალდად“ იქცა, არადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა და მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, თუ რა სისასტიკე და განუკითხაობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო რეაგირება მოახდინოს ასლან ბჟანიას განცხადებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...