ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კუჭავა: "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთათვის ჩემი კარი...

კახა კუჭავა: “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთათვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით – ტელევიზიით იქნება ლაივი თუ სოციალური ქსელებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქციის მონაწილეებს მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს.

მარტივი მიზეზის გამო , რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას ამ ტიპის შეხვედრების მედიაციის წარმატებული პრაქტიკა ჰქონდა.

პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ნდობა გაჩნდეს, თუ რამდენად აქვთ სურვილი, ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით – ლაივი იქნება ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი შეთავაზება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც უნდა ჩაერთოს და ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა არ იყოს მხოლოდ ფორმალური შეხვედრა და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხების მოკლე ვადებში განხილვას შეძლებს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...