ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: რეგიონებში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ვინც...

გიორგი ვაშაძე: რეგიონებში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ვინც ვერაფრით აღწევს ხელისუფლებამდე და ვერ მიაქვს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ

“სტრატეგია აღმაშენებლი” თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე დღეს ქედაში ადგილობრივი და რეგიონული განვითარების კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო. ვაშაძემ ადგილობრივ ხელმძღვანელებს ყველა ის კითხვა დაუსვა რაც მოსახლეობას დღემდე აწუხებს და მოუგვარებელი რჩება:

დღეს პირველი გასვლითი სხდომა გვქონდა ადგილობრივი და რეგიონული განვითარების კომიტეტის. ამ კომიტეტში შევედი იმიტომ, რომ ვფიქრობ დღეს ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებს უჭირს და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ვინც ვერაფრით აღწევს ხელისუფლებამდე და ვერ მიაქვს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ.

საინტერესო იყო ეს სხდომა, სადაც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. რაც დღეს ჩანს არის ის, რომ საერთოდ ვერ ვხედავ განვითარების სტრატეგიას თუ რის გაკეთებას აპირებენ, ან როგორ გეგმავენ ეკონომიკის გაძლიერებას და ზოგადად რა გეგმა აქვთ რეგიონის განვითარებისთვის. სამწუხაროდ ყველა მოხსენებაზე ბიუროკრატიული წარმოდგენა უფრო დამრჩა ვიდრე რაიმე შინაარსობრივი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ მე და ხათუნა სამნიძემ შევძელით რამდენიმე საინტერესო საკითხზე შეთანხმება, რომელიც დამაბარა ბათუმისა და აჭარის მოსახლეობამ, როდესაც ამ სხდომაზე მოვდიოდი. ერთ-ერთი პრობლემა მათთვის არის თუთუმის წარმოება, რადგან პრობლემები აქვთ საგადასახადო ბიუროკრატიასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე შევთანხმდით ამ კომიტეტის სხდომაზე, რომ უახლოეს ვადაში შევიმუშავებთ საერთო გეგმას, რათა ამ ადამიანებს მოუგვარდეს თუთუმთან დაკავშირებული პრობლემები და რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა ჰქონდეთ.

მეორე შეთანხმება რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ გზა გადათხრილია, სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მივიღეთ პირობა, რომ სამუშაოებს დააჩქარებენ.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის მიწის რეგისტრაციის საკითხი, რომელიც აქვს მოსახლეობას. ამაზეც ჩამოვყალიბდით, რომ აუცილებლად შევისწავლით ამ პროცესს და რაც შეიძლება მოკლე დროში დაუკანონდეს ყველას მიწა.

მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ისიც, რომ ტაქსის მძღოლებს აქვთ პრობლემა რაღაც კომპანიის ბაზარზე გამოჩენის რომელიც მათ ბიზნესს წაართმევს, რაზეც პირობა გასცა თორნიკე რიჟვაძემ, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ტაქსის მძღოლებს მიაქცევენ ყურადღებას. ამის გარდა იყო კიდევ რამდენიმე საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი თვითმმართველობა. რეგიონალური განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვაპირებ რომ ჩავიდე ყველა რეგიონში რათა თქვენი ინტერესები იყოს დაცული“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...