spot_img
მთავარისხვადასხვადიმიტრი ხუნდაძე: თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება...

დიმიტრი ხუნდაძე: თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად დააწვება.

რეგულაციების დაცვაზე, ვაქცინაციის აუცილებლობასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკეთებს განმარტებებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე:

შეზღუდვების შემსუბუქება იქნება საყურადღებო ტესტი, თუ როგორ გავითავისეთ ის უნარები, რაც პანდემიის სწორად მართვისთვის და ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი.

საკმარისი დრო გავიდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, იყო სირთულეები. სამწუხაროდ მსხვერპლის გარეშე ვერ გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

დღეს მეტი ინფორმაცია არსებობს ვირუსის შესახებ, თუმცა მუტირებული შტამები დამატებით რისკებს მაინც ქმნის. საბედნიეროდ უკვე შექმნილია ვაქცინა. მართალია, მისი ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რადგან მიწოდება მკვეთრად ჩამორჩება მოთხოვნას, მაგრამ პროცესი თანდათან ძალას იკრებს, რაც იმედის მომცემია.

COVID 19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ბიზნესი, რასაც დროული რეანიმაცია სჭირდება, ეს კი თითოეული ჩვენგანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება. პირბადის მოხმარება, ჰიგიენური წესების დაცვა, ფიზიკური დისტანცია, ვაქცინაციასთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის უცვლელ იარაღად რჩება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...