ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"საარჩევნო რეფორმის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური...

“საარჩევნო რეფორმის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ნაწილიც” – დავით ცეკვავა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტო ,,პარალელთან“ ისაუბრა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით ცეკვავამ:

,,საარჩევნო რეფორმის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ნაწილიც. ამ საქმიანობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო მთლიანი ოპოზიციური სპექტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას, იდეის დონეზეც კი, არ განუხილავს ამ მასშტაბის ტექნოლოგიური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოციური პარტიები ,,ქართულ ოცნებასთან“ და ცესკოსთან შევთანხმდით და სამუშაო პროცესი დავყავით 2 ნაწილად:

  1. ის ნაწილი, რომელიც მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
  2. ის ნაწილი, რომელიც მოესწრება პროცედურულად და ტექნიკურად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ახალ საარჩევნო კოდექსში იქნება გათვალისწინებული: ძველი პირადობის მოწმობები ჩანაცვლდება ახალი ID ბარათებით, მათ შორის მოსახლეობას, ვისაც სურვილი ექნება გაიცემა “უჩიპო” ბარათები; ამომრჩევლის ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებების დანერგვა, მაგალითად სახის ამოცნობის ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, უკიდურეს შემთხვევაში უბნების გარკვეულ რაოდენობაზე პილოტური ვერსიაც; ახალი ტიპის ბარკოდირებული ბიულეტენი; მაღალი რეზოლუციის კამერის პირობებში ხმების დათვლის პრცესის უწყვეტი ჩაწერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსწრებადია, სრულად დანერგვის თვალსაზრისით, ხმის მიცემის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტიპის ბიულეტენის დანერგვას ელექტრონული აღრიცხვის სისტემით, სადაც სრულად დაცულია ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა. კონკრეტული გადაწყვეტილება წარმოადგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,გირჩმა – მეტი თავისუფლება“, რომელმაც სრული მოწონება დაიმსახურა ყველა ოპოზიციური ძალის მხრიდან. აღნიშნული კომპონენტის დანერგვა უზრუნველყოფს არჩევნების ხმის მიცემის პროცესის ავტომატიზაციასა და აღრიცხვას ისეთი ტექნოლოგიით, რაც გამორიცხავს ე.წ. „კარუსელების“ დატრიალებას, უბნებიდან ბიულეტენების გატანას და ბევრი სხვა ტიპის მანიპულაციას.

გარდა ამისა შევთანხმდით, რომ საწერი კალმის ნაცვლად იქნება გამოყენებული ბეჭედი ან შტამპის ტიპის საშუალება, რითაც მოხდება არჩევანის გაკეთება ბიულეტენში“, – აღნიშნავს დავით ცეკვავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ხათუნა ხოფერია: “დაარღვევ ჩემ პირად სივრცეს?!… დედას მოგ…ნავ!!!”

საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ...

“მამუკა ხაზარაძე სასჯელს ვერ გაექცევა. ნახავთ!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილის მწვავე...

“საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...