კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებითეონა ჭალიძე: ნინოწმინდის პანსიონში განთავსებული 56 ბავშვის ბედი...

თეონა ჭალიძე: ნინოწმინდის პანსიონში განთავსებული 56 ბავშვის ბედი სახელმწიფოს არ აღელვებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხს ეხმაურება. თეონა ჭალიძის თქმით აღნიშნულ პანსიონში არსებული ბავშვების ბედით სახელმწიფო არ ინტერესდება და მოითხოვს, რომ საკითხზე რეაგირება ყველა შესაბამისმა უწყებამ მოახდინოს:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულებს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ არ მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა – დაუყოვნებლივ უზრუნველყონ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

პანსიონში განთავსებულია 56 ბავშვი, როგორც ჩანს მათი ბედი სახელმწიფოს არ აღელვებს. არათუ არ აღელვებს, არამედ ხელს უწყობს და ფარავს თავისი უმოქმედობითა და გულგრილობით პანსიონში არსებულ სავარაუდო დარღვევის ფაქტებს.

ვიზიარებ სახალხო დამცველის მოწოდებას ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ასევე გადაიხედოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...