პარასკევი, მაისი 16, 2025
21.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი ქობულია: "ჩვენ შევიტანთ კორექტირებას, თუ ეს იქნება...

გიორგი ქობულია: “ჩვენ შევიტანთ კორექტირებას, თუ ეს იქნება საჭირო რეგულაციებში”

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია.

დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, ჩვენ შევიტანთ კორექტირებას, თუ ეს იქნება საჭირო რეგულაციებში. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ, ძირითადად, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე “შავ სიაში” ხვდება და შეიძლება ბინაც ჰქონდეს გასაყიდი” – განაცხადა გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, იპოტეკურ რეგულაციებში ჩადებული პირობების გადახედვასაც არ გამორიცხავს.

როდესაც იპოთეკურ რეგულაციებში ჩავდეთ პირობა, რომ თუ ადამიანს, ვინც ყიდულობს ბინას, აქვს მხოლოდ ერთი ბინა, რომელსაც ის ყიდულობს, ამ ბინის ჩადება არ შეუძლია უზრუნველყოფაში, ჩვენ შეიძლება გადავხედოთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ვიცით, ცხოვრობს მშობლებთან, ისინი ყიდულობენ ბინას, ცხოვრობენ მშობლებთან. კიდევაც რომ მოხდეს რაღაც და ადამიანმა ეს ბინა დაკარგოს, ბოლოს და ბოლოს მშობელთან დაბრუნდება საცხოვრებლად” – აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...