spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ...

ის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.

უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში, 7 ივნისიდან მოქალაქეები შეძლებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დეტალური ინფორმაციის პარკირების ვებგვერდზე განთავსება დაავალა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ ეს ინფორმაცია პარკირების ვებგვერდზე განთავსდეს. ასევე, მედიასაშუალებების მეშვეობით, მოქალაქეებს ეს სიახლე უნდა მივაწოდოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს პარაზიტი ენერგოვამპირები ანგრევენ ენერგეტიკულ სექტორს და მთავარ როლს თამაშობენ ტარიფების ზრდაში” – რომან...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე კრიპტოსაწარმოების ბიზნესს ეწინააღმდეგება...

“ეზიზღებათ “ვეფხისტყაოსანი”, რადგან რუსთველი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც “ქართული ოცნება” განასახიერებს” – გია ჯაფარიძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს - "ვეფხისტყაოსანი", საზოგადოების არაერთგვაროვანი...

“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო,...

უმძიმესი ინფორმაციების გავრცელებამ არა მარტო მიუსაფარ, ასევე, მიკედლებულ ძაღლებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...