შაბათი, აპრილი 20, 2024

ის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.

უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში, 7 ივნისიდან მოქალაქეები შეძლებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დეტალური ინფორმაციის პარკირების ვებგვერდზე განთავსება დაავალა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ ეს ინფორმაცია პარკირების ვებგვერდზე განთავსდეს. ასევე, მედიასაშუალებების მეშვეობით, მოქალაქეებს ეს სიახლე უნდა მივაწოდოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული