კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"როცა ივანიშვილის პირად ინტერესს ან მისი გაგებით პოლიტიკურ...

“როცა ივანიშვილის პირად ინტერესს ან მისი გაგებით პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე, უზარმაზარ ძალებს იყენებენ” – გიგა ბოკერია

დმანისში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ეკისრებენ. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება დამკვირვებლის როლში იყო და დაპირისპირების გასანეიტრალებლად სათანადო ზომებს არ მიმართა, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური და პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ძალებს აქტიურად იყენებს:

არა თუ დაგვიანებული იყო, სრული, მინიმუმ გულგრილობა და დამკვირვებლის როლში ყოფნა მთელი ამ დროის განმავლობაში.

როცა სხვადასხვა თემის წარმომადგენლები დაიძრნენ ქალაქში, სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი სად იყო პოლიცია?! და შემდეგ, როცა ძალადობას ვუყურებდით საათების განმავლობაში, გამშველებლის როლში რატომ უწევდათ პოლიციელებს ყოფნა? ამაში მე ვადანაშუალებ არა იმ პოლიციელებს, არამედ მათ ხელმძღვანელობას, რომლებიც, როცა ივანიშვილის პირად ინტერესს ან მისი გაგებით პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე, უზარმაზარ ძალებს იყენებენ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...