სამშაბათი, აპრილი 30, 2024

გასული დღეღამის განმავლობაში კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1490, გარდაიცვალა – 30 პაციენტი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 332441. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 312349, ხოლო გარდაცვლილია – 4499 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 29685 ტესტიდან, 21443 ანტიგენის სწრაფი ტესტია, ხოლო 8242 – PCR ტესტი.

დადებითობის მაჩვენებლის პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია:
დღიური – დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო 7 დღის – 3,72%

რაც შეეხება აცრილი პირების რაოდენობას, სტატისტიკა შემდეგია:
სულ აცრილთა რაოდენობა – 93305, დღიურად აცრილი – 4021.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 70 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4343, კლინიკურ სასტუმროში კი – 662 პირი.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული