პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო

გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ“, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე არის მიღებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

ასევე, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში, რეგულაციების სრული დაცვით მიიღონ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებებს მიიღებს.

სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო რეგულარული ტესტირება დადგენილებით განსაზღვრულ ჯგუფებზე ივნისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 330 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 310 859 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 469 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 67 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 657 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 395 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...