სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციასემინარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის

სემინარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მთავარი მოხსენებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და ამ პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს შერიგების პოლიტიკის, ასევე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და მათი ჩართულობის როლი შერიგების პროცესსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

სემინარზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან ჰარკერ ჰარისმა.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, რომლის უმძიმეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ თუ ადამიანის უფლებრივ გამოწვევებს, თან ახლავს მძლავრი რუსული პროპაგანდა, რომელიც მიმართულია მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე.

სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი სემინარი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სარგებლობენ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გახსნილი საგანმანათლებლო გამარტივებული პროგრამებით და დღეს მოღვაწეობენ, სწავლობენ და აგრძელებენ თავიანთ აკადემიურ საქმიანობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მადლიერება მინდა გამოვთქვა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ახალგაზრდებმა სემინარზე ასევე ინფორმაცია მიიღეს ანტი-დასავლური პროპაგანდის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...