კვირა, მაისი 5, 2024

“რეორგანიზაციის აუცილებლობის საკითხი და ასევე ცესკოს დეპარტამენტების პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი, ანა კობახიძე ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ დეტალურად იქნება შესწავლილი დღეს მიღებული დადგენილება, რომელიც გვაჩვენებს რა არის რეალურად ამ რეორგანიზაციის მიზეზი:

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რაც გულისხმობს რეორგანიზაციას სხვადასხვა დეპარტამენტებში.

რეორგანიზაცია მარტის თვეში დაიწყო, პირველ ეტაპზე მოხდა მდივნის აპარატის შექმნა და მისი ფუნქციების გაძლიერება, ახლა ეს უკვე ეხება იმ დეპარტამენტების გაძლიერებას სადაც სახელისუფლებო პარტია ხედავს მეტ დასაყრდენს.ამ პროცესის არასადნოობას იწვევს ის ადმინისტრაცია რომელიც ამ დრომდეა მოქმედი, ანუ კომისია ახლა შედგება სამი ქართული ოცნების წევრისგან და ე.წ. ნეიტრალური წევრებისგან, რომელთა სანდოობის საკითხის გამო ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი.

რეორგანიზაციის აუცილებლობის საკითხი და ასევე ცესკოს დეპარტამენტების პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე დასრულდება მუშაობა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნება ახალი საარჩევნნო კოდექსი. ცვლილებების შესაბამისად დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც ექნება ნდობა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების.

დეტალურად შევისწავლით დღეს მიღებულ დადგენილებას, რომელიც გვაჩვენებს რა არის რეალურად ამ რეორგანიზაციის მიზეზი. არის თუ არა რეაგირება კონკრეტული დეპარტამენტების შეცდომებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ამ დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა თუ არა? თუ პირიქით ახალისებენ იმ დეპარტამენტებს, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ბოლო და არა მარტო ბოლო არჩევნებზე,” – აცხადებს ანა კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული