ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვათეონა ჭალიძე: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, განსაკუთრებულად მოწყვლად ადამიანებს...

თეონა ჭალიძე: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, განსაკუთრებულად მოწყვლად ადამიანებს ყურადღება სათანადოდ არ ექცევათ

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ძალადობის მსხვერპლთა მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე საუბრობს, თავშესაფრების ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას სიტუაციის აუცილებელი გამოსწორებისკენ მოუწოდებს:

,,დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ძალადობის მსხვრეპლთა მომსახურების ხუთი დაწესებულება (თავშესაფარი). ჯამში ბენეფიციართა ლიმიტი 83.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 თვის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მომსახურებით ისარგებლა 110-მა ბენეფიციარმა. ოჯახში ძალადობის შემთხვევების მზარდი მონაცემების გათვალისწინებით, თავშესაფრებზე მოთხოვნა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო შემდეგ ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებენ საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას.

ხაზგასასმელია რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ბენეფიციართა შესახებ, ჰქონდათ თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი, იღებდნენ თუ არა საარსებო შემწეობას და თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ შეუჩერდათ ან შეუწყდათ თუ არა საარსებო შემწეობა. აღნიშნულ მონაცემებს სამინისტრო არ ამუშავებს.

სტატისტიკას არ აწარმოებენ არც თბილისის მერიასა და რაიონული გამგეობების უმრავლესობაში. კითხვაზე თუ რამდენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს გაეწია დახმარება და რა სახის დახმარება იყო ეს, ინფორმაცია მოგვაწოდა მხოლოდ დიდუბის, საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონულმა გამგეობებმა. რაც შეეხება სხვა გამგეობებს აღნიშნული მიმართულებით სტატისტიკას არ აწარმოებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამა რომლის ბენეფიციარებიც იქნებოდნენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები.

სტატისტიკის არწარმოება, მიზნობრივი პროგრამის არარსებობა, მონაცემების არდამუშავება ვფიქრობ მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებულად მოწყვლად ადამიანებს ყურადღება სათანადოდ არ ექცევათ. მაგალითად საგამონაკლისო წესით ბინის ქირის გადახდა თავშესაფრიდან წამოსული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებაა და მხარდაჭერაა. ასევე მნიშვნელოვანია საარსებო შემწეობის შენარჩუნება თავშესაფარში გადაყვანილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისთვის. მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე დაფიქრება, მონაცემების დამუშავება, სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან,“- აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...