spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ"...

“ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ” – დავით ზალკანიანი

როგორც ცნობილია, ებრაელებისა და პალესტინელების დაპირისპირება მრავალ ათწეულ წელს ითვლის. განვლილი პერიოდის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, ვინაიდან დღემდე ვერ მოხერხდა მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. ყოველი სამხედრო დაპირისპირების დროს ორივე მხარე მუდმივად ერთმანეთს ადანაშაულებდა.

სიტუაცია კვლავ, სულ ახლახან, 2021 წლის აპრილში დაიძაბა, ავიაიერიშები ორივე მხრიდან დაიწყო და ბოლო ფართომასშტაბიანი დაბომბვების შედეგად 83 პალესტინელი და 7 ებრაელი დაიღუპა.

ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურნენ საქართველოშიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა დავით ზალკანიანმა::

,,ძალიან შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს, კონფლიქტის ესკალაციას და ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს პოზიცია იყო ძალიან მკაფიოდ გამოხატული – საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაშიც და, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მხრიდან მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ გამოინახოს მოლაპარაკების გზები, რათა სიტუაცია წავიდეს დეესკალაციისკენ და საზოგადოებას მიეცეს მშვიდობიანად ცხოვრების შესაძლებლობა. იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ბედი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხია, საელჩოც 24 საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. ერთმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღო მხოლოდ მცირედი დაზიანება და ახლა უკვე გაწერილია საავადმყოფოდან. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, რა თქმა უნდა, ვაკონტროლებთ სიტუაციას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისრაელის საელჩომაც ოფიციალურ ,,Facebook” – გვერდზე გაავრცელა განცხადება: ,,ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს”.

ავტორი
ლიზა დვალი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...