ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი...

“მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება” – სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს სადაც პოლიტიკური პროცესების შეფასებას ახდენს და ყოფილ თანაპარტიელებს კონკრეტულ ფაქტებს ახსენებს:

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში – ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა.

ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა – ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო – აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი…🙂

ვნახოთ, თუ გამომივა🙂

პარტიას თუ დავაარსებ, “სიტყვა და საქმე” მინდა დავარქვა.🙂 ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის… მთავარია, რომ ვთქვით – გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად.

ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ… დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში.

პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა,” – წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...