შაბათი, აპრილი 20, 2024

“შეთანხმდა, რომ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციიდან რვა წევრი იქნება” – გიორგი ვაშაძე

კაჭრეთში კონსულტაციები გაგრძელდა ხელისუფლების წევრებსა და შარლ მიშლის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიების შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი და განმარტებები გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ:

,,მიზანი არის, რომ ის ფუნდამენტური პრინციპები, რაც დევს შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტში, იყოს შესრულებული.

პროპორცია დაცული იქნება. იყო რაღაც სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ არ შეიძლება ახლა ამის გადაკეთება.

რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურებზე არასამთავრობო სექტორთანაც გვექნება ჩვენ კონსულტაცია.

შეთანხმდა, რომ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციიდან რვა წევრი იქნება: ერთი ,,ქართული ოცნება”, რვა ოპოზიციური და რვა პროფესიონალური” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული