ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა მემორანდუმის საფუძველზე, სხვა პოლიტკრიმინალებს მემორანდუმი არ ეხება – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ საპატიმროდან გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ მემორანდუმით პოლიტკრიმინალები გათავისუფლდნენ და არ გამორიცხავს, რომ სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში საქმეები შეიძლება გაგრძელდეს:

,,თუ ვინმეს აქვს წარსულში დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს.

ეს არის მარტივი პრინციპი!

საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ეწერა ცალსახად.

რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხება. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ საქმეები შეიძლება გაგრძელდეს. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული