შაბათი, აპრილი 27, 2024

“ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა არა თბილისის მერის არჩევნები, არამედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხია” – გია ხუხაშვილი

ოქტომბრის არჩევნების დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი და მიაჩნია, რომ ნიკა მელიას თბილისის მერის კანდიდატად დაყენება მიხეილ სააკაშვილის ინტერესშია:

ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა არა თბილისის მერის არჩევნები, არამედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხია.

სტრატეგიაც ამის შესაბამისად უნდა იყოს შემუშავებული და არა იმ საკითხის “ჩახვევით”, ვინ იქნება თბილისის მერი.

და თუ ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები, რატომ განიხილება ნიკა მელია მერობის და არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?

მერი მნიშვნელოვანი პოსტია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის ეს ერთგვარი დაკნინება უფრო იქნება, ვიდრე რევერანსი.

მაშინ რატომ აქტიურობს ნაც. მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კუთხით?

შესაძლოა ეს აწყობდეს სააკაშვილს, რადგან მელიას მერის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში, ის ჩამოიშორებს უხერხულ კონკურენტს. გახდება მელია მერი თუ ვერა, მიშა ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩება. პირველ შემთხვევაში არჩეულ მერს პრემიერობაზე პრეტენზია ვერ ექნება, მეორე შემთხვევაში – მითუმეტეს“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული