სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით ფეისბუქ...

“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით ფეისბუქ ექაუნთი” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

სოციალურ ქსელებში ცალკეული ექაუნტების მხრიდან პარტიისა და ლიდერების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” და აღნიშნულთან “ნაციონალურ მოძრაობის” კავშირს ხედავს:

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ფეისბუქ “ექაუნთების” მხრიდან ჩვენს “ფეიჯებზე” შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით ფეისბუქ ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა აქტიურობს არაერთი ძველი “ფეიქ-ექაუნთიც“, მაგალითად აგრესიული ტროლია ვინმე ქეთი ბუკია, რომელიც უშუალოდ “სტრატეგია აღმაშენებელზე” და გიორგი ვაშაძეზეა მიმაგრებული და ყველა პოსტზე ლანძღვითაა დაკავებული. აღნიშნული “ფეიქ-ექაუნთები“ იყენებენ სიძულვილის ენას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პარტიასა და მის ლიდერებს.

ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ფეიკ ექაუნთები უკვე გადაგზავნილია აღნიშნული საკითხის შესწავლით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების და აქტივისტების მხრიდან ხდება ასევე ორკესტრირებული შემოტევა ჩვენს “ფეიჯებზე”. როგორც ჩანს, მათ აქვთ მიღებული საერთო მესიჯი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით აკომენტარებს რამდენიმე ადამიანი. ეს არის სირცხვილი.

მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” შეწყვიტოს ეს ორკესტრირებული შეტევა ჩვენს ფეიჯებზე ჩვენს მიმართ ცრუ ნეგატიური განწყობების სიმულაცია.

მოგიწოდებთ მეგობრებო ეს ძალისხმევა საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენასა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...