spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, 8 დაშავებული...

დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, 8 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

კიდევ ერთი აფეთქება დედაქალაქში, რაც ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან  დამწვრობისა და ქირურგიის ცენტრში, ასევე ღუდუშაურისა და იაშვილის კლინიკებში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, დაშავებულთაგან უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მხოლოდ ორი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასეთი ფაქტების გამომწვევი მიზეზები ძირითადად კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლებია და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა.

პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. უფრო მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო მოსახლეობისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

თვითმხილველების განცხადებით დილიდან იგრძნობოდა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინეს “ყაზტრანსგაზს”.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “ყაზტრანსგაზი”:

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

ბინა, რომელშიც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.

“ყატრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ.

გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს!”

როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იტყობინებიან – აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240​1  მუხლით, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის კვალიფიკაციით დაიყო.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...