ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“გაიზარდა სიღარიბე ბავშვებში, 192 962 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს” – თეონა ჭალიძე

ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობის ზრდის ტენდენციის თაობაზე საუბრობს პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და მთავრობას კონკრეტული ნაბიჯებიც გადგმისკენ მოუწოდებს:

,,ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 192 962-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ყველა რეგიონში. თბილისში 11 340-ით.

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა საარსებო შემწეობის ოდენობა (მაქსიმუმ 60 ლარია, ბავშვების შემთხვევაში დამატებით 50 ლარი, საიდანაც რიგ მუნიციპალიტეტებში 30 ლარი კვების ბარათზე ირიცხება) ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს. საკვებ პროდუქტზე არსებული ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე აისახება.

აუცილებელია მთავრობამ იზრუნოს ამ მიმართულებით და დღის წესრიგში დადგეს ე.წ. ,,ახალი ღარიბების“ საჭიროებების შესწავლაც და ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

 

ბოლო 15 თვის განმავლობაში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის სტატისტიკური მონაცემები:

2020 წლის იანვარი 2021 წლის მარტი
თბილისი 32 254 43 594
გურია 6 501 7 825
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 2 339 2 635
კახეთი 16 205 20 360
იმერეთი 19 650 24 216
მცხეთა-მთიანეთი 4 361 5 399
სამეგრელო-ზემო სვანეთი 18 691 22 278
სამცხე-ჯავახეთი 4 338 5 537
ქვემო ქართლი 18 080 24 840
შიდა ქართლი 13 497 16 221
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 15 891 20 057
სულ 151 807 192 962

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული