გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი ღამის ყანჩა – Black-crowned night heron (Nycticorax nycticorax) – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აგრძელებს საინტერესო მასალების გამოქვეყნებას საქართველოს ფაუნის შესახებ:
სხეულის სიგრძე: 58-65 სმ, ფრთების შლილი: 90-100სმ . შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. თხემი, კეფა და ზურგი შავია; კეფაზე აქვს სამი თეთრი წაგრძელებული ბუმბული; ნისკარტი და ფეხები მოყვითალოა, ფრთები – ნაცრისფერი; გვერდები, მკერდი და მუცელი მოთეთროა, ფეხები – მოყვითალო, ნისკარტი – შავია, თვალი წითელია, ახალგაზრდა ყანჩა მთლიანად ჩალისფერია თეთრი წინწკლებით.
ბუდობს კოლონიებად ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 3-5 კვერცხს.
მისი ჰაბიტატია ტყის ახლოს მდებარე ტბებისა და მდინარეების ჭაობიანი სანაპიროები.
IUCN-ის სტატუსი: LC