შაბათი, მარტი 15, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა2020 წლის აგროსასურსათო ექსპორტ-იმპორტის ანგარიში

2020 წლის აგროსასურსათო ექსპორტ-იმპორტის ანგარიში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის აგროსასურსათო ექსპორტ-იმპორტის ანგარიში გამოაქვეყნა. საყურადღებოა, რომ 2020 წელს წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა, იმპორტი – 4%-ით შემცირდა, რამაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 27%-ით შეამცირა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის, თევზის ქონის, ატმისა და ვაშლატამას, თევზის ფქვილის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცის ექსპორტის ზრდით.

2020 წლის მონაცემებით ჯამში მსოფლიოს 92 ქვეყანაში 942.2 მლნ აშშ. დოლარის ღირებულების სურსათი გავყიდეთ. აქედან ძირითადი სასურსათო ჯგუფები იყო ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), თხილი (10%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%) და სიგარეტი (3%).

აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (287 მლნ. აშშ. დოლარი), ევროკავშირი (163 მლნ. აშშ. დოლარი), აზერბაიჯანი (100 მლნ. აშშ. დოლარი), უკრაინა (93 მლნ. აშშ. დოლარი), სომხეთი (54 მლნ. აშშ. დოლარი), ყაზახეთი (35 მლნ. აშშ. დოლარი) და ბელარუსი (32 მლნ. აშშ. დოლარი). მზარდი საექსპორტო ბაზრებია: საუდის არაბეთის (+150%), თურქეთის (+91%), იტალიის (+40%), გერმანიის (+66%). კლება დააფიქსირა ჩინეთის (-26%), რუსეთის (-3%) და სომხეთის (-5%) ბაზრებმა.

გერმანიასა და იტალიაში ექსპორტის ზრდა ძირითადად ამ ქვეყანებში ქართულ თხილზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. ჯამში ორივე ქვეყანაში ექსპორტზე დამატებით 21.1 მლნ. აშშ. დოლარის ღირებულების თხილი იქნა გატანილი. თურქეთში  8.8 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების თევზის ცხიმისა და თევზის ფქვილის ექსპორტი განვახორციელეთ. 6.2 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა თევზის ცხიმის ექსპორტი პერუშიც.

აზერბაიჯანში ექსპორტი გაზრდილია 12.3 მლნ. აშშ. დოლარით. რაც ძირითადად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცისა და კარაქის ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. თუმცა ორივე პროდუქტის შემთხვევაში, 2020 წელს ძირითადად განხორციელდა რეექსპორტი. 2020 წელს მათი ექსპორტის ღირებულება, შესაბამისად 10.8 და 6.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი პრაქტიკულად არ განხორციელებულა. ასევე ზრდა ფიქსირდება ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტშიც, მისი ღირებულება საანგარიშო პერიოდში 13.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

საუდის არაბეთში ცხვრით ვაჭრობამ ქართულ ეკონომიკას დამატებით 7.9 მლნ. აშშ დოლარი მოუტანა, ხოლო ჯამში ექსპორტი 8.9 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა. 4.4 მლნ. აშშ. დოლარით გაზრდილია ექსპორტი საფრანგეთში რაც სპირტიანი სასმელების ვაჭრობით არის განპირობებული.

რაც შეეხება რუსეთს აქ ექსპორტი შემცირებულია 9.3 მლნ. აშშ. დოლარით. ექსპორტის შემცირება გამოიწვია მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინის ექსპორტის შესაბამისად 16.6 მლნ (27%) და 13.7 მლნ. (10%) აშშ. დოლარით კლებამ.

ღვინის გატანა 5.6 მლნ. აშშ. დოლარით შემცირებულია ჩინეთშიც. ჯამში ჩინეთის მიმართულებით  7.3 მლნ. აშშ. დოლარით ნაკლები ვივაჭრეთ. ექსპორტი შემცირებულია ირანის მიმართულებითაც (13.2 მლნ. აშშ. დოლარი). თუ 2019 წელს ირანში ცხვრის ხორცის ექსპორტმა 12.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 58 ათასი აშშ. დოლარი იყო.

საინტერესო იქნება ქართული აგროინდუსტრიის მიერ ექსპორტირებული პროდუქციის წარმადობას თუ შევადარებთ მის ღირებულებასთან. ასე მაგალითად 2019 წელს ექსპორტირებული იქნა 70 მლნ. ლიტრი ღვინო. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა (69 მლ. ლიტრი), სამაგიეროდ წარმოებული პროდუქციის ღირებულება 6%-ით შემცირდა. იგივე მდგომარეობა გვაქვს სპირტიან სასმელების ექსპორტშიც. რაოდენობის 6%-იანმა ზრდამ შემოსავლები მხოლოდ 4%-ით გაზარდა. რაოდენობისა და ღირებულების თანაფარდობაში დისპროპორცია გვაქვს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტშიც. 4%-ით რაოდენობის შემცირებამ შემოსავლები 13%-ით შეამცირა. რასაც ვერ ვიტყვით თხილის ექსპორტზე, 34%-იანმა რაოდენობის ზრდამ ღირებულების 41%-იანი ზრდა გამოიწვია.

ძირითადი ქვეყნები, რომლებთან აგროსასურსათო სექტორში საგარეო ვაჭრობაში საქართველოს 2020 წელს დადებითი სავაჭრო სალდო გააჩნდა არიან: აზერბაიჯანი (+73 მლნ. აშშ. დოლარი), სომხეთი (+36 მლნ. აშშ. დოლარი), ყაზახეთი (+30 მლნ. აშშ. დოლარი), ლიეტუვა (+17 მლნ. აშშ. დოლარი), საუდის არაბეთი (+15 მლნ. აშშ. დოლარი), ერაყი (+15 მლნ. აშშ. დოლარი), სინგაპური (+14 მლნ. აშშ. დოლარი), ბელორუსი (+12 მლნ. აშშ. დოლარი), ისრაელი (+9 მლნ. აშშ. დოლარი), თურქმენეთი (+7 მლნ. აშშ. დოლარი) და პერუ (+6 მლნ. აშშ. დოლარი).

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაგვაჩნია სურსათით ვაჭრობის მიმართულებით უკრაინასთან (-114 მლნ. აშშ. დოლარი), თურქეთი (-87 მლნ. აშშ. დოლარი), ბრაზილია (-61 მლნ. აშშ. დოლარი), რუსეთი (-52 მლნ. აშშ. დოლარი), ნიდერლანდები (-28 მლნ. აშშ. დოლარი).

ქართული აგროინდუსტრიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ბაზრების ათვისებას. ამ მხრივ წარმატებას მივაღწიეთ თხილის ექსპორტში. ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდა 4.8 ათასი ტონით მეტი თხილი, ხოლო შემოსავალი გაიზარდა 27 მლნ. აშშ. დოლარით. რაც შეეხება ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, აქაც ზრდა გვაქვს 1.2 მლნ. ლიტრით, რამაც ქართულ ეკონომიკას დამატებით 4.1 მლნ. აშშ. დოლარი მოუტანა.  ასევე მზარდია სპირტიანი სასმელებისა (+1.4 მლნ. ლიტრი) და მინერალური/მტკნარი წყლების ექსპორტი (+2.0 მლნ. ლიტრი).

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით აგრო სექტორში გარკვეული წინსვლა გაგვაჩნია, ქართული აგროინდუსტრია ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენს მიერ მოხმარებული სურსათის 80% იმპორტირებულია. სასოფლო – სამურნეო სავარგულების მხოლოდ 25%-ია დამუშავებული. კვლავ დაბალია ერთ შინამეურნეობაზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავლები, რომელიც თვეში მხოლოდ 60 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

https://mepa.gov.ge/Ge/Reports

https://www.geostat.ge

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...