ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“საგამოძიებო კომისიის შექმნა თუ გამოიწვევს შეფერხებას ნიკა მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით, მას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში 20 ივნისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის თაობაზე განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს სამივე მხარესთან, რათა აღნიშნულმა საკითხმა ნიკა მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნას:

,,საგამოძიებო კომისიის საკითხს რაც შეეხება, ეს უნდა შეთანხმდეს სამივე მხარესთან – არის ქართული ოცნება”, ოპოზიცია, მედიატორები.

თუ ყველა თანახმა იქნება, რა თქმა უნდა, ,,სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნა თუ გამოიწვევს შეფერხებას, რაიმე კუთხით, ამნისტიის კანონის მიღების ან ნიკა მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით, მას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგეხსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის პარტია ,,ლელოს”.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული