სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“კანონი, რომელიც უვარგისია, უბრალოდ დაკუჭულ ქაღალდზე უარესია!” – ალექსანდრე კუპრავა

სამართალდამცავებმა სამოქალაქო აქტივისტები დაღუპულ გმირთა მემორიალთან და ძმათა სასაფლაოზე არ შეუშვეს. მოძრაობა ,,საქართველოსთვის” წევრმა ალექსანდრე კუპრავამ აღნიშნული ფაქტი დააპროტესტა და განაცხადა, რომ თუ წესი არ ემსახურება მიზანს, მაშინ ის წესი არ არის:

,,ჩვენ აქ მოვედით, რომ ძმათა სასაფლაოზე მყოფ ადამიანებს პატივი მივაგოთ და ჯებირებზე სანამდეც გვექნება საშუალება მისვლის, იქ სანთლები დავანთოთ.

უბრალოდ სამართალდამცავების პასუხები ახლა არის აბსურდი. ანუ თუ არსებობს წესი იმისათვის, რომ კოვიდრეგულაციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელი არ შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, ვთავაზობთ, რომ ერთი ადამიანი შევა ჩვენი ორგანიზაციის სახელით, დაანთებს სანთლებს და გამოვა.

გვეუბნებიან, რომ ,,არა! გამორიცხულია! არ შეიძლება! რატომ არ შეიძლება? უბრალოდ წერია და არ შეიძლება”.

წესი, რომელიც არ ემსახურება მიზანს, ის წესი არ არის!
კანონი, რომელიც უვარგისია, უბრალოდ დაკუჭულ ქაღალდზე უარესია!

ასეთ დაკუჭულ ქაღალდზე უარეს კანონს ემსახურება საქართველოს პოლიცია“, – განაცხადა ალექსანდრე კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული