შაბათი, აპრილი 20, 2024

“მე დღეს პირველად ვიცრები სინოფარმის ვაქცინით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს აიცრა ჩინური სინოფარმის ვაქცინით. მისი განმარტებეით ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიებით და მასზე საქართველოს მოსახლეობა მიჩვეულია, ბავშვობაში ჩატარებული აცრებით:

,,სიმბოლურია, რომ მე დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით. მესამე ვაქცინა, რომელიც ინერგება ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში. დავიწყეთ “ასტრაზენეკათი”, მერე განვითარდა ეს “ფაიზერით”, დღევანდელი რიცხვით 45 000-ზე მეტი აცრაა გაკეთებული. აქედან დაახლოებით 25 000 ასტრაზენეკათი, 13 000-ზე მეტი ფაიზერით და ფაიზერის მეორე დოზით უკვე აცრილია 6 000 ადამიანი, ანუ მათ უკვე აქვთ სრული აცრა.

დღეიდან დაიწყო აცრა, ასევე, ჩინური წარმოების ვაქცინით – სინოფარმით, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა უკვე – 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები.

ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტეხნოლოგიით, რომელსაც თქვენ მიჩვეული ხართ, ამ ტექნოლოგიით ბევრს გაკეთებული გაქვთ ბავშვობის დროს აცრები.

ეს არის ე.წ. ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მლნ დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში.

მოგეხსენებათ, ჩვენთან ის შემოვიდა აპრილში 100 000 დოზა და დღეიდან იწყება აცრები“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული