სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ნონა გაფრინდაშვილი – ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში” – თეა წულუკიანი

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა. საამაყო მოჭადრაკეს დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა:

ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული და ტიტულოვანი ადამიანებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვებები მოუპოვეს.
განსაკუთრებით გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს.

სწორედ ასეთია ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.

უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!” – მიმართავს თეა წულუკიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული