კვირა, მაისი 25, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"პირველი, რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა გააკეთოს,...

“პირველი, რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა გააკეთოს, არის საგამოძიებო კომისიის შექმნა კოვიდ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების ქმედებების და გადაწყვეტილებების შესასწავლად” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციას მიმართავს და კონკრეტულ პრიორიტეტებს ასახელებს, რაც პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა განახორციელოს. კერძოდ, გამოძიებულ იქნას კოვიდ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების ქმედებები და გადაწყვეტილებები:

პირველი, რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა გააკეთოს, არის საგამოძიებო კომისიის შექმნა კოვიდ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების ქმედებების და გადაწყვეტილებების შესასწავლად.

ყოველი დღის, ყოველი წუთის სიზუსტით არის შესაძლებელი ხელისუფლების ნაბიჯების თუ უმოქმედობის აღდგენა და დასადგენია, რას ეფუძნებოდა ესა თუ ის გადაწყვეტილება, რატომ არ არის დაწყებული დღემდე რეალური ვაქცინაცია, კონკრეტულად რა გააკეთეს იმისთვის, რომ ვაქცინა გვეშოვნა. რატომ დაგვეღუპა ამდენი ადამიანი, რა გააკეთა ჯანდაცვის სისტემამ რომ ადამიანები გადაერჩინა. თუ არ გააკეთა, რატომ არ გააკეთა. სად დაიხარჯა დახმარება და საბიუჯეტო თანხები პანდემიის პერიოდში, რატომ გაიწირნენ ბიზნესი და ადამიანები.

ეს არ იქნება ქართული ოპოზიციის ახირება და პოზა. ეს არის რეალურად აუცილებელი საქმე. გამოსაძიებელი ძალიან ბევრია. მსგავს საკითხს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პარლამენტები და საგამოძიებო უწყებები სწავლობენ. ეს იქნება ქოცების საბრალდებო დასკვნა და იმის გარანტია, რომ მომავალში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს საკუთარი მოქალაქეების ასე გაწირვა,” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა...

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ...

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...