სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება”-ს ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სასაფლაოზე გასვლის წარუმატებელი მცდელობის შესახებ ჰყვება:

პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა
ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე, პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან.

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ.

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად.

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური.

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. აღნიშნული დადგენილების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული