პარასკევი, აპრილი 19, 2024

“უფასო სასადილოები კვირაობით არ უნდა ისვენებდნენ” – თეონა ჭალიძე

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარების მოთხოვნას ეხმაურება:

,,სამწუხაროდ და უსამართლოდ საქართველოს რეგიონებში არსებულ რიგ უფასო სასადილოებში კვირაობით ისვენებენ და ბენეფიციარებზე სადილი არ გაიცემა. თავიდანვე სატენდერო პირობებს ასე აცხადებენ მუნიციპალიტეტები და შესაბამისად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას.

სასადილოს ბენეფიციარებისთვის ხშირად მხოლოდ სასადილოს საჭმელია ერთადერთი რითაც თავი გააქვთ და ესეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებსაც ფაქტიურად მშიერს ტოვებენ ძალიან უსამართლოა.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიიღეთ შესაბამისი ზომები და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო სასადილოების მომსახურება უზრუნველყავით ყოველდღიურ რეჟიმში”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული