პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: არასდროს დაგვიტოვებია დედაქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ...

კახა კალაძე: არასდროს დაგვიტოვებია დედაქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ და არც ახლა დავტოვებთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობას თბილისის მთავრობის მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ მათ მხრებზე არ გადაიაროს. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული სირთულე საბურთალოს რაიონს, კერძოდ კი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეუქმნა. მისივე განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალმა დიდი ოდენობით ნარჩენი წამოიღო, რამაც სანიაღვრეების გაჭედვა გამოიწვია.

მართლაც რთული სიტუაცია იყო, უხვი ნალექი მოვიდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. პირველივე წუთებიდან საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლები, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე და არც ერთი მათგანი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები, ადგილზე გასვლები.

მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რადგან ისინი პირველივე წუთებიდან ჩართულები იყვნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. პრობლემები შეექმნა ამ ტერიტორიაზე არსებულ სანიაღვრე სისტემას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ძალიან ბევრი ნაგავი, პარკები, ქვა-ღორღი და ამან სანიაღვრე სისტემაში წყლის გატარება შეაფერხა“, – განაცხადა კახა კალაძემ და შესაბამისი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა.

ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას. გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ თქვენს მხრებზე არ გადაიაროს. სახელმწიფო და მთავრობა არსებობს იმისთვის, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ და ხელი შეგიწყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, საბურთალოს რაიონის გამგებელის გაიაოზ ვასაძის ინფორმაციით, სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც ადგილობრივებს უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაეტბორა, საგანგებო სამსახურები ამოტუბვის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ და ამ დროისთვისაც აგრძელებენ. ხოლო იმ კორპუსებს, რომლებსაც სტიქიამ სახურავი დაუზიანა, აღწერენ და ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...