პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი – ვინც დარჩა ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ” – ვახო სანაია

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი გაიმართა. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ეხმიანება ჟურნალისტი და აცხადებს, რომ ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა:

სულ ეს არიან, მეგობრებო, სასამართლოსთან. ამას გამოვაკლოთ ჟურნალისტები და ოპერატორები და რაც დარჩება, ეგაა.

ასევე გამოვაკლოთ ოჯახის წევრები, რომლებზეც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.

ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც – პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა – სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.

ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ: ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი,” – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული