ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიდიმიტრი გვრიტიშვილი - ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას...

დიმიტრი გვრიტიშვილი – ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული “კვლევებით”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმიანება ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც საზოგადოებას ეკა გიგაურმა წარუდგინა.

ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული “კვლევებით”, რომლებიც ეფუძნება მისდამი ლოიალურად განწყობილი ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვებს!

დღეს მის მიერ გამოქვეყნებული ,,კვლევა“ სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოში მე-3 ადგილას მყოფი კვლევითი ორგანიზაცია ,,Ipsos France”-ის მიერ უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული კვლევის გადაფარვის უბადრუკი მცდელობა!

ასევე, ეს ,,კვლევა“ მიზნად ისახავს – ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ შეახსენოს თავისი არსებობის შესახებ და დაანახოს საქართველოს სასამართლოში არსებული ,,პრობლემები“, რომ როგორმე არასამთავრობო სექტორმა მიაღწიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისაგან უარყოფითი დასკვნის გაცემას!

სასაცილოა: სასაზღვრო პოლიციის კაპიტან ეკა გიგაურის და ოლიკო შერმადინის ტანდემი უპირისპირდება Ipsos France”-ს და პროფესორ ვან დაიკს 

ამიტომ, ამ ,,კვლევას“ მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ზემოთ აღნიშნულ ვერც ერთ მიზანს მიაღწევს.

სამაგიეროდ, საზოგადოებას ვთავაზობ მართლაც ავტორიტეტული ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, ,,The Heritage Foundation” და სხვ) კვლევების საფუძველზე მომზადებულ ვიდეოს, სადაც მკაფიოდაა გამოხატული საქართველოს სასამართლოების პროგრესი.

ენდეთ სასამართლოს!” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...