შაბათი, აპრილი 27, 2024

“მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს” – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ხელისუფლების მიერ სოციალური პროგრამების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე საუბრობს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში:

,,იყენებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა საბიუჯეტო რესურსებს საარჩევნო მიზნებისთვის? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური სამსახური მუდმივად უწევს მონიტორინგს საარჩევნო წლებში სოციალური პროგრამების განხორციელებას. მხოლოდ თბილისის მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ 2020 წლის განმავლობაში თბილისის რაიონული გამგეობების მიერ მიზნობრივი (ერთჯერადი) ფულადი დახმარება 7 558 790 ლარი გაიცა 42 740 პირზე, მათგან 17 330-მდე პირს საერთოდ არ გააჩნია სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს, რამ განაპირობა გამგეობების მიერ მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ აღნიშნულ პირებში აღმოჩნდებიან სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერები, ე.წ. კოორდინატორები და ,,ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები.

დამატებითი მოკვლევის რესურსი და მანდატი თუ რა მასშტაბისაა აღნიშნული პრობლემა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ამიტომ მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ვინც უწევს მონიტორინგს არჩევნებს, ასევე მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაინტერესდნენ აღნიშნული თემით და მოხდეს შესწავლა ამ საკითხის, მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები, იმისთვის რომ საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით აღარ იყოს დიდი კითხვის ნიშნები მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლის როლიც მინდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქვე გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისთვის,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული