ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს

თბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება.

„საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ შემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრ ადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნული სამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას; ,,თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას; „თბილისის განვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“.

მინდა ყველა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან თბილისს და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...