ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ამნისტია სწორედ იმ ადამიანებს უნდა შეეხოთ, რომლებზეც უკვე არის ბრალდება წაყენებული” – მამუკა ხაზარაძე

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ამნისტიისათვის დაზარალებულის თანხმობაც აუცილებელია:

ჩვენი აღქმა ამ კანონმდებლობისა არის ის, რომ ამნისტია სწორედ იმ ადამიანებს უნდა შეეხოთ, რომლებზეც უკვე არის ბრალდება წაყენებული და ამ შემთხვევაშიც კი ლელომ შეიტანა ჩამკეტი, რომ ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები იქნებიან თანახმა, აპატიონ დანაშაული იმ მოძალადეებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს.

ეს არის ძალიან მკაფიო, გასაგები მექანიზმი და „ოცნებას“ რაც უნდა, რომ მომავალ ჰიპოტეზურ დანაშაულზე, რომელიც, შეიძლება, ერთი წლის მერე აღმოჩნდეს, იმაზეც გავრცელდეს – ასეთი რამ არ ხდება, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული