კვირა, ივნისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებიკახი კავსაძე გარდაიცვალა

კახი კავსაძე გარდაიცვალა

„ნეტავი, იქ თეატრი არის?“

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს 2020 წლის 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რამაც დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

1959 წელს კახი კავსაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამ დროიდან მოყოლებული რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მას არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული, როგორიცაა: ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”), ილიკო (“მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა (“კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი (“რიჩარდ III”), კენტი (“მეფე ლირი”), რასპუტინი (“კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი (“მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”).

გარდა თეატრისა, უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს განვითარებაშიც. მსახიობი 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული, რომელთა გრძელი სიიდან ყველასთვის ცნობილია: „ნატვრის ხე“, „ღვინის ქურდები“, “ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ნერგები“, „მარტოხელა მონადირე“, „მაცი ხვიტია“ და სხვა მრავალი.

თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე კახი კავსაძე გახდა არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი:
• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”
• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.
• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
• 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...