ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა" - გიორგი ვაშაძე

“ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა” – გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე პირველი განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსმა შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

დღეს საკმაოდ რთული დღეა იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი შექმნილი მდგომარეობის მოგვარებისკენ, დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან.

ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც – „საქართველოს ევროპული გზა“, “საქართველოს განვითარების გზა“ და ეს არის უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმება.

შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავათავისუფლოთ კონკრეტულად ორი პოლიტპატიმარი პასუხისგებისგან.

შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალინ ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩევნების ჩატარებას და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავასწოროთ კონკრეტულად ეს საარჩევნო სისტემა.

შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულება და არის კონკრეტული მექანიზმები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავასწოროთ მართლმსაჯულების სისტემა.

შარლ მიშელის დოკუმენტით, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდით, რომ ამიერიდან საქართველოში იქნება მხოლოდ პროპორციული სააპარლამენტო არჩევნები, რაც არის 20 ივნისის პროტესტის შედეგის საბოლოო იმპლემენტაცია, ამ პარლამენტის მიერ.

შარლ მიშელის დოკუმენტით ჩვენ შევთანხმდით და აღიარებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს დიდი ლეგიტიმაციის პრობლემა. 2021 წელს, ჩვენ შევთნხმდით, რომ რეფერენდუმის გზით, ფაქტობრივად, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართება, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რამდენად ენდობა იმ საარჩევნო შედეგებს, რაც იყო 2020 წელს.

მეგობრებო, ამ შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ის მომენტია და ის შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი, როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე საქართველოს განვითარებაში. როცა საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ, შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება – ეს არის ევროპული კულტურა, შეთანხმება – ეს არის დასავლური კულტურა, შეთანხმება – ეს არის ის მისწრაფება, საითაც მივდივართ ყველანი – ეს არის ევროკავშირი, ეს არის ნატო, ეს არის დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა. და რაც მთავარია, ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი დასავლური პარტნიორების, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ – ამ შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და გაღრმავდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.

ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, თითოეული ჩვენგანისათვის. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამას, არ გავაჭიანუროთ პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ყველა ის ცვლილება, რაც ამ დოკუმენტით არის ნაჩვენები და კიდევ ერთი დიდი კულტურა ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას. რაც მთავარია, არა მარტო ვთანხმდებით დოკუმენტში, არამედ აღვასრულებთ ყველა იმ საკითხს, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით.

და ბოლოს, დღეს უამრავი გაჭირვებული ადმაიანი გიყურებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ დღეიდან, იმედი მაქვს, რომ გაცილებით უფრო აქტიურად შევძლებთ, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს ოპონენტებს, რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, რომ გემსახუროთ თქვენ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...