პარასკევი, აპრილი 19, 2024

ვწუხვარ რომ ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ასეთი ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიის ფორმა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებს ეხმაურება, სადაც სიძულვილის ენა და აგრესიაა. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, აღნიშნული ქმედება კონკრეტული მიზნით ხორციელდება, რის საპასუხოდაც მოხდება სათანადო რეაგირება:

2021 წლის 19 აპრილის შემდეგ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე დაბლოკილია 264 ექაუნთი, აქამდე დაბლოკილ ათასზე მეტ ექაუნთთან ერთად, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილის ენას, არღვევენ ყველანაირი ზრდილობისა და ეთიკის ნორმებს.

ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა“ და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და „ფეიქ ექაუნთების“, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის „ფეიქ ექაუნთი“ ანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს!

თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს ექაუთები კომენტარებთან ერთად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული