კვირა, მაისი 5, 2024

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის შესაბამისად, გვაქვს შემდეგი მონაცემები:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1058, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 304272 -ია. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 287029, ხოლო გარდაცვლილია 4043 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 11226 ტესტიდან, 3463 ანტიგენის სწრაფი ტესტია, ხოლო 7763 PCR ტესტი.

დადებითობის მაჩვენებლის პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია:
დღიური – 4,64 %
ბოლო 14 დღის – 4,03 %
ბოლო 7 დღის – 4,51%
რაც შეეხება აცრილი პირების რაოდენობას, სტატისტიკა შემდეგია:
სულ აცრილთა რაოდენობა – 38553, დღიურად აცრილი – 963.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 227 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3676, კლინიკურ სასტუმროში კი – 727 პირი.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული