სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ ვაპირებ თავის მოტყუებას - ან ამას...

“მე არ ვაპირებ თავის მოტყუებას – ან ამას შევძლებ, ან ეს მანდატი წაუღია წყალს” – არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის არჩეული დეპუტატი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არმაზ ახვლედიანი მზადაა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს, არ იქნება ფარატინა ქაღალდი:

მე გადაწყვეტილებას ვღებულობ დამოუკიდებლად, ახლაც და წარსულშიც, ყოველთვის, ჩემი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში იყო ასე, პირველი დღიდან, როცა მე პოლიტიკაში შევედი, მიუხედავად იმისა ვარ თუ არა პარტიის წევრი. ამ შემთვევაში არ ვყოფილვარ პარტიის წევრი. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ „ევროპული საქართველოც“, „ნაციონალური მოძრაობაც“, ეს მძლავრი შენაკადები საერთო ოპოზიციური მოძრაობისა, ვიდგეთ ერთად იმისათვის, რომ წარსულის 2012 წლიდან დღემდე და 2012 წლამდე, რაც კი შეცდომა იყო მათ შორის ტრაგიკულზე, გამეორება აღარ მოხდეს. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, მაშინ დოკუმენტს რომელსაც ხელს ვაწერ, ახლა მე და სხვა დროს სხვები, აზრი ექნება, თუ არა და ეს იქნება ფარატინა ქაღალდი და თავის მოტყუება. მე არ ვაპირებ თავის მოტყუებას – ან ამას შევძლებ, ან ეს მანდატი წაუღია წყალს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის: არმაზ ახვლედიანი პარლამენტში პარტია „ევროპული საქართველოს“ სიით შევიდა.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...