შაბათი, აპრილი 27, 2024

“შეთანხმების დოკუმენტი არის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი, მას ასდის მგლის სუნი, მას ასდის ბიძინას სუნი” – შალვა ნათელაშვილი

დღეს 19 აპრილს, ოპოზიციის საინფორმაციო აქცია გაიმართა რიყეზე, სადაც განხილული იქნა 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მზადების საკითხები. ღონისძიების დასრულების სემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, კონკრეტული შეფასებები გააკეთა მედიატორების მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მასზე ხელი ოპოზიციამ არ უნდა მოაწეროს:

ქართული ოცნება“ არა მარტო ამ დოკუმენტს მოაწერს ხელს, არამედ „ქართული ოცნების“ დაწერილია ეს დოკუმენტი, ივანიშვილის დაწერილია, შემდგომ არის შეთავაზებული, ჩვენი დასავლეთელი ფასილიტატორების და მედიატორებისათვის, რომ ის გადაიქცეს რაღაც შეთანხმების სახელშეკრულებლო ბაზად. ამიტომ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერის განხილვაც კი, არასწორია ოპოზიციის მხრიდან თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი კოლეგა ნიკა მელია ისევ ციხეში იმყოფება და როგორ უნდა მივიღოთ, ჩვენ მის ნაცვლად გადაწყვეტილება, მათ შორის მის მიმართ?! მის თაობაზე და მისი პარტიის სტრატეგიაზე, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების მაგიდასთან.

და საერთოდ, დანაშაულებრივ ანეკდოტს წარმოადგენს პუნქტი იმის თაობაზე – ადგილობრივი არჩევნების მიხედვით, ხელისუფლება გადაწყვეტს ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩაატაროს. ამიტომ ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ, ისევე როგორც აქამდე ვიღებდით ხმას პოლიტიკური გაგებით და მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ასეთი უფასო ფულის მსგავსი დაპირებები, 0%-იანი დაპირებები, ბიძინა ივანიშვილს აღარ გაუვა.

რაც შეეხება დოკუმენტზე ხელმოწერას, ოპოზიციური ერთობა არის ძალიან მრავალგვარი, თუმცა ვიმეორებ, რომ ის ხელშეკრულება არის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი, მას ასდის მგლის სუნი, მას ასდის ბიძინას სუნი, ამიტომ მასზე ხელმოწერა არის ყოვლად დაუშვებელი რამ. ამიტომ, ჩემს ძვირფას კოლეგებს მოვუწოდებ გავაგრძელოთ ბრძოლა ისე, როგორც აქამდე და ძალიან მალე ვნახავთ როგორ ჩაერთვება პროცესში აშშ-ს მთავრობა, სახელმწიფო მდივანი და როგორ დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი ხვეწნას, რომ შევინდოთ და რაც შეეხება ჩქარა დავნიშნოთ არჩევნები და მივცეთ საშუალება რაც შეიძლება მშვიდად გაგვეყაროს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული