ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს" -...

“ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებს:

ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს
ხელს ვაწერ სამი რამის გამო:
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში
– არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ
რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა
ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს
ასევე:
ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო
მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში
და ბოლოს:
მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში
განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში
არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...