ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

თბილისის მერიის განცხადებით, ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ხვალიდან, ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი.

საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...