ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“კარგი იქნება, თუ მეგრელიშვილი არ ჩათვლის თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი პარტია “გირჩის” პარლამენტში შესვლის საკითხს და ვახტანგ მეგრელიშვილის ინიციატივასაც ეხმიანება, სადაც იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავებაზეა საუბარი და აცხადებს, რომ არ არის საჭირო რაიმე კანონის შემუშავება იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, სიტყვაა იარაღი:

არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია. ვიცი, რომ ეგეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ მერე შევაფასებ.

იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა, საუბრის მანერა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. სიტყვაა მისი იარაღი. თუკი აქვს მოსაზრებები, ამ მოსაზრებებს რეალიზაცია უწერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონის სახეს მიიღებს. კანონების შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტია ამ ქვეყანაში.

ერთი ადამიანი ცდილობს, რომ თავად წეროს კანონები, ეს მიხეილ სააკაშვილია და მის კანონებზე უნდა ვიცხოვროთ. კარგი იქნება, თუ მეგრელიშვილი არ ჩათვლის თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული