შაბათი, აპრილი 27, 2024

საქართველოს საპატრიარქო, 9 მაისს გასამართ ნამახვან ჰესის აშენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გაჟღერებულ დავით გარეჯის თემას ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ა.წ. 9 მაისს ნამახვან ჰესის აშენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამ აქციაზე არ უნდა იქნას დაყენებულ დავით გარეჯის საკითხი, რადგანაც ამ მიმართულებით ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები აზერბაიჯანის მხარესთან:

ნამახვანჰესთან მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული